Saturday, January 4, 2014
ბობ მარლის გამონათქვამები (Bob Marley)
-მე არ ვარ არც თეთრკანიანების და არც შავკანიანების მხარეს. მე უფლის მხარეს ვიჭერ!
-არ ინერვიულო, როდესაც წარმატებისაკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, რადგან სულ მალე მეორე გაიღება.
-ბედნიერი აწმყო მომავლის სევდიან მოგონებებად იქცევა ხოლმე.
-მე ვქმნი მუსიკას, რომელიც ებრძვის იმ სტერეოტიპებს, რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვკვდეთ.
-ერთადერთი ამბიცია მაქვს-მსურს ყველა რასის წარმომადგენელი ადამიანი ერთად და ბედნიერად ვიხილო.
-მუსიკის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ როდესაც "დაგარტყამს", არანაირ ტკივილს არ გრძნობ.
-ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრების ბედი.
-განთავისუფლდი სიძულვილისა და შურისგან და თვალი გაუსწორე რეალურ სამყაროს. გამოიღვიძე არარეალური სიზმრებიდან და იცხოვრე შენი ცხოვრებით!
-ყოველთვის დაიცავი შენი უფლებები და არასდროს დანებდე იმ ბრძოლაში, რომელიც მათ დასაცავად მოგიწევს.
-ხალხი მიცნობს, როგორც ბობ მარლის, მაგრამ ეს არ არის ჩემი სახელი. მე ჯერ არც კი ვიცი რა დავარქვა ჩემს თავს.
-ადამიანთა ნაწილი მთელი არსებით შეიგრძნობს წვიმას. სხვები კი უბრალოდ სველდებიან.
-იმისათვის, რომ შეძლო საკუთარი ცხოვრების შეყვარება, უნდა იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც გიყვარს.
სიბრძნე ადამიანის უდიდესი სიმდიდრეა.
-ცხოვრებაში ყველა გულს გატკენს, მაგრამ უნდა იპოვო ის ადამიანები, რომელთათვისაც ღირს, რომ დაიტანჯო.
-ეშმაკთან საბრძოლველად პატარა იარაღია საჭირო. ამ იარაღს სიყვარული ჰქვია.
-ჯობია თავისუფლებისათვის ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მთელი ცხოვრება პატიმრობაში გაატარო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment